საგრანტო კონკურსი პედაგოგებისთვის

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის - ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” - ფარგლებში, 12-21 აგვისტოს ქართველი და ოსი მოზარდებისთვის ჩატარდა ახალგაზრდული ტრენინგი შემდეგ თემებზე: ლიდერობა და ფასილიტაცია, კონფლიქტის ტრანსფორმაცია და მედია წიგნიერება, რომელშიც მონაწილეობდნენ 16-18 წლის ახალგაზრდები თბილისიდან და ვლადიკავკაზიდან.
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“, ტრადიციულად, წელსაც უმასპინძლა ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას, რომელიც ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში 12–18 ივლისს გაიმართა. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოქალაქე 32–მა ეთნიკურად ქართველმა, სომეხმა, აზერბაიჯანელმა და აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ. ჩატარდა ტრენინგები, სემინარები, ენის გაკვეთილები, სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობები.
7-11 ივლისს, საწველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის - ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა”- ფარგლებში, წეროვნის მე-3 და არეშფერანის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი ,,სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა”. ტრეინინგზე განხილული იყო სამშვიდობო განათლებასთან დაკავშირებული თემები: ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, კონფლიქტის ტრანსფორმაცია, პოზიტიური საკლასო კულტურა და მშვიდობის მშენებლობის აქტივობები სკოლაში.
საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის - “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი - "სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა", რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის ილია მართლის სახელობი სკოლის, წმ. ნინოს სახელობის სკოლისა და თამარ მეფის გიმნაზიის 15-მა პედაგოგმა. ტრენინგზე განხილული იყო სკოლაში მშვიდობის კულტურის დამკვიდრებასა და სამშვიდობო განათლების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები.