ტრენინგი მასწავლებლებისთვის

ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის - ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ფარგლებში, 10-12 ივნისს, ჩატარდა ტრეინინგი პედაგოგებისთვის თემაზე "ციფრული რესურსებისა და მექანიზმების გამოყენება სასწავლო პროცესში". მოწვეულმა ტრენერმა, ხათუნა ციხელაშვილმა მონაწილეებს გააცნო 10-მდე სხვადასხვა ციფრული რესურსი და ინსტრუმენტი, რომელიც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს და მოქნილს გახდის არა მხოლოდ ონლაინ, არამედ ადგილზე სწავლების პროცესშიც.

ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა სკოლის (ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯი, სოფ. ოძისის საჯარო სკოლა, მესტიის N1 საჯარო სკოლა, სოფ. ახალაბასთუმნის და ახალკახათის საჯარო სკოლა) 15 მასწავლებელი.

ტრეინინგი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამის - "სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა" - ნაწილია, რომელიც ბევრ საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით კომპონენტს ითვალისწინებს ქართული სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის.

პროექტი - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" - ხორციელდება საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" მიერ, საქართველოს საპატრიარქოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

All for Joomla All for Webmasters