• მთავარი
  • სიახლეები
  • პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მორიგი პროექტი კავკასიური კულტურის შესახებ

პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მორიგი პროექტი კავკასიური კულტურის შესახებ

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)- ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მორიგი პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის პედაგოგის, მარიანა ჭკადუას მიერ განხორციელდა.
ინიციატივა რამდენიმე აქტივობას მოიცავდა: ოსური ცეკვა, მხატვრობა, ლიტერატურა და კულინარია, რომლებიც მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით დასკვნით ღონისძიებაზე წარმოადგინეს.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლე-ახალგაზრდებში ოსური კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ზოგადად, ინტერესის გაღვივება კავკასიური კულტურის მიმართ.
 
All for Joomla All for Webmasters