სამშვიდობო პროექტი 2022-2025 წლებშიც გაგრძელდება

პროექტი “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში”, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში ტოლერნატობის, მიმღებლობისა და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივებაში შვეიცარიული ორგანიზაციის HEKS-EPER-ის დაფინანსებით, 2022-2025 წლებში გაგრძელდება და შეეცდება, ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას კავკასიის რეგიონში. 

15-21 ივნისს, პროექტის ფარგლებში, პირველი აქტივობა - ლიდერების ტრეინინგი ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში განხორიელდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეთნიკურად ქართველი, ეთნიკურად სომეხი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები.

ტრეინინგი ორ ნაწილად ჩატარდა “ლიდერობასა და ფასილიტაციაში” და “კონფლიქტის ტრანსფორმაციაში”, სადაც ახალგაზრდები გაეცნენ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, ცოდნასა და უნარ-ჩვევას, რაც მათ ახალგაზრდული გაცვლის სამართვად დასჭირდებათ; ასევე, განივითარეს ლიდერული უნარ-ჩვევები, ისწავლეს ჯგუფის მართვა, მონაწილეებთან ურთიერთობა, ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაცია და წარდგენა;

“კონფლიქტის ტრანსფორმაციის” ტრეინინგზე, გაიგეს თუ რა არის კონფლიქტი, მისი ფაზები და დინამიკა, როგორ შეიძლება მისი მოგვარება, რას ნიშნავს ტოლერნატობა, მიმღებლობა, თანასწორობა და მრავალფეროვნება.

All for Joomla All for Webmasters