• მთავარი

გამოხმაურება

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" სურს, გამოეხმაუროს მარნეულსა და ბოლნისში ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილ ქსენოფობიურ დამოკიდებულებას, რაც მიუღებელია. ფონდი "ლაზარე" პარტნიორ ორგანიზაცია "საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან" 10 წელზე მეტია მუშაობს ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.
ამ ხნის განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო, შემეცნებით და გაცვლით პროექტში ქართველებთან ერთად ასობით ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ჩვენი ურთიერთობა მუდმივად იყო და არის დაფუძნებული ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე, ეს ახალგაზრდები საქართველოს ღირსეული მოქალაქეები და პატრიოტებია, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის განვითარებაში.

ვრცლად

გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში

2019 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, გაიმართა ფონდ ,,ლაზარეს" პროფესიულ სასწავლებელ ,,სახელობო სკოლის" სახელოსნოებში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საიუველირო ნაწარმი, მინანქარი, ჭედურობა, მინის ნაკეთობები, თექა და სხვა.

ვრცლად

ახალგაზრდული ფორუმი

2019 წლის 26-27 დეკემბერს,ფონდ ,,ლაზარეს" პროექტის- ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორები:საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქო) ფარგლებში, გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც ოძისის, წეროვნის N1 და თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის საჯარო სკოლების მოსწავლეები

ვრცლად

სემინარი მსოფლიო სურსათის დღესთან დაკავშირებით

ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის - ,,ფერმერთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში" - ფარგლებში, მსოფლიო სურსათის დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლაში ჩატარდა სემინარი,

ვრცლად

საგრანტო კონკურსი

პროექტის- ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ აცხადებს საგრანტო კონკურსს სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც სურვილი აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters