• მთავარი

პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთა ინიციატივები

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმერეთისა და გურიის რეგიონის  საჯარო სკოლების პედაგოგებმა და მათ მიერ წარმოდგენილი სამი ინიციატივა დაფინანსდა. კონკურსი მიზნად ისახავდა, ზოგადი განათლების საფეხურზე სამშვიდობო განათლების დანერგვას, მასწავლებლებისა და მოსწავლეების იდეების წარმოჩენასა და განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას.  ინიციატივების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე საინტერესო, შემეცნებითი აქტივობა, კერძოდ:

ვრცლად

სასკოლო სესიები “კონფლიქტები, თანასწორობა და მიმღებლობა”

პროექტის - “ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” - ფარგლებში, ბოლნისის სკოლა “დავითიანსა” და სოფელ ლამოვანის საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო სესიები  “კონფლიქტები, თანასწორობა და მიმღებლობა”. მოწვეული ტრენერის, კონფლიქტის ტრანსფორმაციის ექსპერტის, ელიკო ბენდელიანის დახმარებით, მოსწავლეებმა მეტი გაიგეს კონფლიქტების, მისი ფაზების, მოგვარებისა და მედიაციის შესახებ, იმსჯელეს ტოლერანტობის, თანასწორობის, კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზე.

ვრცლად

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების დასკვნითი ღონისძიება

17 დეკემბერს, პროექტის - სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები (დონორი: სს თელასი) ფარგლებში, კიდევ ერთი სასწავლო ექსკურსია ჩატარდა, რომელშიც ამჯერად მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებმა ყვარელში მოინახულეს ილია ჭავჭავაძისა და მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი, ფულის მუზეუმი; ასევე ისტორიული მნიშვნელობითა და არქიტექტურით გამორჩეული გრემის მუზეუმ-ნაკრძალი.

ვრცლად

შეხვედრა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირებისთვის

8 დეკემბერს, ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით, პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში გაიმართა შეხვედრა „მრავალფეროვნების ჰარმონია - თანამშრომლობის პერსპექტივები ახალგაზრდების გასაძლიერებლად და სათემო მშვიდობის უზრუნველსაყოფად“. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირები (ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს მუსლიმური თემის წარმომადგენლები) და მშვიდობის მშენებლობის/ახალგაზრდების გაძლიერების სფეროში მომუშავე პირები.

ვრცლად

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების მეორე გასვლითი ღონისძიება

პროექტის - სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები (დონორი: სს თელასი) ფარგლებში, 19 ნოემბერს, მორიგი გასვლითი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა. ახალგაზრდებმა მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი, წინანდლის ულამაზესი ბაღი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ერეკლე II სასახლე და 900 წლოვანი ჭადარი. 

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters