• მთავარი

პროექტმა “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” პედაგოგებს უმასპინძლა

პროექტი “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” წარმატებით მიმდინარეობს და ამჯერად, პედაგოგებს უმასპინძლა.  მასწავლებლებმა სამეგრელოდან, ქვემო ქართლიდან და თბილისიდან გაიარეს ტრეინინგი სამშვიდობო განათლებაში, აიმაღლეს ცნობიერება მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ჯგუფში გააზიარეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა.

ვრცლად

სამშვიდობო განათლების დანერგვა - ტრეინინგი პედაგოგებისთვის

 

საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” სამშვიდობო მიმართულების ერთ-ერთი პრიორიტეტია ზოგადი განათლების სფეროში მუშაობა. ფონდი ხელს უწყობს სამშვიდობო განათლების დანერგვასა და მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბებას სკოლებში, რისთვისაც ყოველწლიურად, პროექტის - “ქართულ-ოსური” სამშვიდობო ინიციატივა” - ფარგლებში იწვევს პედაგოგებს ტრეინინგებზე. 

ვრცლად

პროექტი "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" 5 წლისაა

წელს ფონდ "ლაზარეს" პროექტს - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" - 5 საიუბლეო წელი შეუსრულდა და წარმატებით გრძელდება. ამჯერად, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში საზაფხულო ბანაკისთვის ლიდერების მოსამზადებელი ტრეინინგი ჩატარდა. პროექტის მიზანი კვლავ ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და ნდობის გაღრმავებაა.

ვრცლად

ჩატარდა ტრეინინგი, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებს ამეგობრებს

15 წელზე მეტია, პროექტი “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” ხორციელდება ფონდ “ლაზარეს" და მისი პარტნიორების მიერ და  მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობის, ტოლერნატობისა და მიმღებლობის განვითარებაში. 15-21 ივნისს, პროექტის ფარგლებში, ტრადიციულად, პირველი აქტივობა - ლიდერების ტრეინინგი  - “ლიდერობასა და ფასილიტაციაში” და “კონფლიქტის ტრანსფორმაციაში” - ჩატარდა ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში.

ვრცლად

ტრეინინგი „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“

საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ ტრეინინგთა ციკლში „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებს იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებიდან. ტრეინინგი იმართება პროექტის „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ლაზარე“ 2019 წლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და მიზნად ისახავსხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას ქვეყანაში ახალგაზრდებში ტოლერანტობის და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters