• მთავარი

მცირემასშტაბიანი საგრანტო პროგრამა

საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს მცირემასშტაბიანი ინიციატივების განსახორციელებლად. საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას სამშვიდობო და სამოქალაქო პროცესებში, მათ აქტიურობასა და გაძლიერებას. კონკურსის პრიორიტეტული საკითხებია (თუმცა არაა შეზღუდული):

ვრცლად

სამშვიდობო პროექტის ფარგლებში ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასაუბროები შემუშავდა

საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს" პროექტის ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" ფარგლებში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, შემუშავდა ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასაუბროები.
მათში თავმოყრილია საბაზისო სიტყვები, ძირითადი ფრაზები და გამოთქმები.
სასაუბროების შექმნა ემსახურება ქართველ და ოს ახალგაზრდებში ერთმანეთის კულტურისა და ენის შესახებ ინტერესის გაზრდას.

ვრცლად

განხორციელდა სამშვიდობო პროექტის მეორე ფაზა

2020 წლის 16-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა “ლაზარემ” განახორციელა სამშვიდობო პროექტის მეორე ფაზა სახელწოდებით: „ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“ რომელიც ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის (საზაფხულო ბანაკი) მონაწილე 33 ქართველ და საქართველოში მცხოვრებ ოს ახალგაზრდას აერთიანებდა. 

ვრცლად

ტრენინგები ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამისთვის შერჩეული ლიდერებისთვის

2020 წლის 12-16 აგვისტოს, პროექტის -,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ (დონორი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) - ფარგლებში, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამისთვის შერჩეული ლიდერებისთვის ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: ლიდერობა და ფასილიტაცია; კონფლიქტის ტრანსფორმაცია.

ვრცლად

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ქობულეთში

საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ საქართველოს საპატრიარქოს და შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს-,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის მიზანია რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და მისი განმტკიცების პროცესში ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართვა.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters