• მთავარი

14-25 ივლისი,სამშვიდობო ბანაკების პირველი ნაკადი სომხეთში

2017 წლის 14 ივლისიდან 25 ივლისამდე, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,, ლაზარე“, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,, სიუნიკთან” და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად პროექტის- ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“-ფარგლებში ახორცილებს საზაფხულო ბანაკების პირველ ნაკადს სომხეთში.

ვრცლად

,,ფერმერთა სკოლის“ სტუდენტებს სასათბურე ბოსტნეულის წარმოებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2017 წლის 29 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით, ქალაქ რუსთავში, ნინოწმინდის პროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლის“ და სართიჭალის ფილიალის სტუდენტებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე: „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“,რომელიც ჩინურმა კომპანია „ჰუნანმა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა

ვრცლად

,,ფერმერთა სკოლის“ სტუდენტებმა შულავერში მზის ერთსივრციანი სათბურები დაათვალიერეს

2017 წლის 27 მაისს, პროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლის“ ნინოწმინდისა და სართიჭალის ფილიალის მებოსტნის სპეციალობის სტუდენტებს ჰქონდათ სასწავლო გასვლა სოფელ შულავერში (მარნეულის მუნიციპალიტეტი), სადაც ჩინური კომპანიის „ჰუნანის“

ვრცლად

სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლაში“ ორგანიზაცია ,,გარემო და განვითარებამ“ ტრენინგი ჩაატარა

2017 წლის 25 მაისს, პროფესიულ კოლეჯ,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალის სტუდენტებისთვის ორგანიზაცია ,,გარემო და განვითარების“ წარმომადგენელმა, ბატონმა ნოდარ თხელიძემ " ჩაატარა ტრენინგი თემაზე : „კატასტროფების რისკის შემცირება და მართვა“.

ვრცლად

,,ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგი ბოსტნეულის მყნობის ახალ ტექნოლოგიაზე

2017 წლის 17 მაისს, პროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგი ბოსტნეულის მყნობის ახალ ტექნოლოგიაზე. აღნიშნული მყნობის ტექნოლოგიების ათვისება უმნიშვნელოვანესია ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისათვის, რაც უშუალოდ მავნებელ დაავადებებთან ბრძოლაზე და პროდუქტიულობის ზრდაზე აისახება.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters