2011 წლის 1 თებერვლიდან, სააქციო საზოგადოება „თელასი“ აგრძელებს სახელობო პროფესიული სწავლების პროექტის დაფინანსებას სოციალურად დაუცველი მოზარდებისათვის. პროექტის ფარგლებში,
ჭრა-კერვის სახელოსნო მოეწყო სამედიცინო უნივერსიტეტთან მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან, ხოლო ხის მხატვრული დამუშავების სახელოსნო- წმინდა ექვთიმე და იოანე ათონელების სახელობის გიმნაზიის შენობაში.