• მთავარი

სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ლიდერობასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში

2014 წლის 1-7 მაისს,  დაბა ბაკურიანში, სასტუმრო ,, ვილა-პალასში“, ფონდ ,,ლაზარეს“ ორგანიზებით,    სამშვიდობო ბანაკების პროექტში  მონაწილე ახალგაზრდებისთვის   ჩატარდა  მორიგი ტრენინგი ლიდერობასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში. თეორიული კურსისა და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, ახალგაზრდები გაეცნენ  ლიდერებისთვის საჭირო  უნარ-ჩვევებს, ასევე მიიღეს ინფორმაცია კონფლიქტების მედიაცია-ტრანსფორმაციის შესახებ.

ვრცლად

28 აპრილს, ნინოწმინდის ,,ფერმერთა სკოლაში“ სასწავლო პროცესი დაიწყება

27 აპრილს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, ,,ფერმერთა სკოლის“ პროექტში მონაწილე პირთა  სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც  პროექტის კოორდინატორმა ფონდის ადმინისტრაციას  ,,ფერმერთა სკოლის“ მოწყობის დასრულების შესახებ  ანგარიში წარუდგინა.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  სკოლა აღიჭურვა ყველა აუცილებელი ტექნიკითა და ინვენტარით.

ვრცლად

კონკურსი სამშვიდობო ბანაკებისთვის ლიდერების შესარჩევად

პროექტი-,,სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“- ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,, ლაზარეს“ მიერ აფხაზ, აზერბაიჯანელ და სომეხ პარტნიორებთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს ქართველი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოზარდების დამეგობრებას, ერთმანეთის კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობას, კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების შესწავლას.

ვრცლად

შეხვედრა HEKS/ EPER-ის წარმომადგენლებთან

2014 წლის 29 იანვარს, ფონდ ,,ლაზარეს“ ოფისში გაიმართა შეხვედრა შვეიცარული ორგანიზაცია HEKS EPER-ის წარმომადგენელებთან, სადაც განხილული  იქნა  ახალი პროექტი, რომელიც 2015 წელს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის დაიწყება. პროექტის  ძირითადი მიზანია ფერმერთა სკოლის შექმნა საგარეჯოს რაიონის  სოფელ ნინოწმინდაში,

ვრცლად

ბორჯომში სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

2013 წლის 29 დეკემბერს, ბორჯომში, სასტუმრო ,, ბორჯომი პალასში“  სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში წლის შემაჯამებელი  შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულმა ახალმა  ბენეფიციარებმა წარმატებით დასრულებული პროექტის ამსახველი ფოტო-გამოფენა დაათვალიერეს და გაეცნენ ფონდის მუშაობის ისტორიას.
შეხვედრის დასარულს, გაიმართა ზაზა ურუშაძის  ფილმის -,, მანდარინების“ ჩვენება, რომლის  სიუჟეტიც აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters