• მთავარი

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების პროექტი სს ,,თელასის“ მხარდაჭერით განხორციელდება

2015 წლის 12 ივნისს, ფონდ ,,ლაზარეს“ ახალი პროექტის - ,, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში, გაიმართა პირველი გასვლითი ღონისძიება დასავლეთ საქართველოში. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახურ მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონახულეს უბისის მონასტერი,  გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა და პრომეთეს მღვიმე.

ვრცლად

,,ფერმერთა სკოლის“ ბენეფიციარების სასწავლო ექსკურსია ბაზალეთში

2015 წლის 12 ივნისს, ფონდ ,,ლაზარეს“  ორგანიზებით ,,ფერმერთა სკოლის“ პროექტში მონაწილე ბენეფიციარებისთვის (სპეციალობა მეფუტკრეობა), ბაზალეთში სასწავლო ექსკურსია მოეწყო. ახალგაზრდებმა მოინახულეს ფერმერების საფუტკრე მეურნეობა,

ვრცლად

,,ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა ტრენინგი -კატასტროფების რისკის შემცირება და მართვა

2015 წლის 11 ივნისს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში  ,,ფერმერთა სკოლის“ პროექტში მონაწილეებისთვის ორგანიზაციამ ,,გარემო და განვითარება"   ჩაატარა ტრენინიგი თემაზე : „კატასტროფების რისკის შემცირება და მართვა“.

ვრცლად

პროექტის პრეზენტაცია მასმედიის წარმომადგენლებთან

2015 წლის 10 ივნისს,  გალერეა „შავთელში“ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა ,,ლაზარემ“,  „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან“ ერთად  გამართა შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან, სადაც მოეწყო   პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - პრეზენტაცია.

ვრცლად

ზუგდიდში გაიმართა მრგვალი მაგიდა -,, ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“

2015 წლის 16 მაისს,ზუგდიდში, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა  თემაზე: „ახალგაზრდების როლი  და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ . შეხვედრა პროექტის- „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ -ფარგლებში შედგა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  სამშვიდობო პროცესში ჩართულმა ახალგაზრდა  ექსპერტებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგნლებმა.

ვრცლად

All for Joomla All for Webmasters