პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთა ინიციატივები

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმერეთისა და გურიის რეგიონის  საჯარო სკოლების პედაგოგებმა და მათ მიერ წარმოდგენილი სამი ინიციატივა დაფინანსდა. კონკურსი მიზნად ისახავდა, ზოგადი განათლების საფეხურზე სამშვიდობო განათლების დანერგვას, მასწავლებლებისა და მოსწავლეების იდეების წარმოჩენასა და განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას.  ინიციატივების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე საინტერესო, შემეცნებითი აქტივობა, კერძოდ:

ქალაქ ზესტაფონის №3 საჯარო  სკოლამ განახორციელა მცირე პროექტი  „ვიზუალური სამყარო,” რომელიც ხელს უწყობდა მასწავლებლების ციფრული უნარების გაძლიერებას. ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.“

სოფ. ზოტის საჯარო სკოლაში განხორციელდა მცირე ინიციატივა „არა სიძულვილის ენას,” რომლის მიზანი კულტურულად  მრავალფეროვანი,   ემპათიური,  მიმღებლური  გარემოს ხელშეწყობა იყო. პროექტის ფარგლებში ჩატარდა მინი ტრეინინგი მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის თემაზე: „სიძულვილის ენა და პროპაგანდა;“ ტრეინინგის მონაწილეებმა ჩაატარეს კვლევა მედიასა და თემში, რომლის შედეგებიც სასკოლო და სათემო საზოგადოებაში იქნა განხილული. დასკვნით ეტაპზე კი მონაწილეებმა გამოფენაზე წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ინოვაციური და კრეატიული პოსტერები სიძულვილის  ენისა  და  პროპაგანდის  წინააღმდეგ. 

ინიციატივა, -  „გვაერთიანებს თანადგომისა და მშვიდობის სურვილი,“ განხორციელდა სოფ. ჩოჩხათის საჯარო სკოლის პედაგოგების ინიციატივით და მისი მიზანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მშვიდობის კულტურის განვითარებას ემსახურებოდა; ინიციატივაში ჩართულები იყვნენ  სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის, ჯურუყვეთისა და ჩოჩხათის საჯარო სკოლის პედაგოგები, საბაზო საფეხურის მოსწავლეები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მშობლები. აღნიშნულმა სკოლებმა ერთმანეთს უმასპინძლეს საინტერესო ტრეინიგებსა და აქტივობებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა მონაწილეების ცნობიერების  გაღრმავებას მშვიდობის, ტოლერანტობის, ბულინგისა და კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის  გზების შესახებ. 

QQ1    QQ2

QQ3

 

 

All for Joomla All for Webmasters