საგრანტო კონკურსი სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ აცხადებს საგრანტო კონკურსს სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი პროექტის იდეის გამოგზავნა;
საუკეთესო იდეების გამოვლენა;
ტრენინგის ჩატარება საუკეთესო იდეების ავტორებისთვის თემაზე: „პროექტის დიზაინი და განაცხადის მომზადება“;
საპროექტი განაცხადის გამოგზავნა;
საუკეთესო პროექტების შერჩევა და დაფინანსება.
მსურველებმა საპროექტო იდეები უნდა გამოაგზავნონ 2015 წლის 12 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. დაფინანსების შემთხვევაში პროექტის ბიუჯეტი განისაზღვრება 790 ლარის ოდენობით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 597703900