Skip to main content
პროექტის პრეზენტაცია მასმედიის წარმომადგენლებთან

2015 წლის 10 ივნისს,  გალერეა „შავთელში“ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა ,,ლაზარემ“,  „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან“ ერთად  გამართა შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან, სადაც მოეწყო   პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - პრეზენტაცია.

 აღნიშნული პროექტის მიზანია: ახალგაზრდების მობილიზება და მხარდაჭერა რეგიონში მშვიდობის მშენებლობისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ერთიანი სამშვიდობო ხედვის ჩამოყალიბება და ფართო მასებისათვის გაცნობა საქართველოსა და სომხეთში.