Skip to main content
სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი ლიდერობასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში

2014 წლის 1-7 მაისს,  დაბა ბაკურიანში, სასტუმრო ,, ვილა-პალასში“, ფონდ ,,ლაზარეს“ ორგანიზებით,    სამშვიდობო ბანაკების პროექტში  მონაწილე ახალგაზრდებისთვის   ჩატარდა  მორიგი ტრენინგი ლიდერობასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში. თეორიული კურსისა და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, ახალგაზრდები გაეცნენ  ლიდერებისთვის საჭირო  უნარ-ჩვევებს, ასევე მიიღეს ინფორმაცია კონფლიქტების მედიაცია-ტრანსფორმაციის შესახებ.

აღნიშნული ტრენინგი მომავალ ლიდერებს დაეხმარება ბანაკში მონაწილე სხვადასხვა ეროვნების მოზარდებს  გაუზიარონ ცოდნა, აუხსნან  კონფლიქტების წარმოშობის მიზეზები  და მათი მოგვარების გზები.