Skip to main content
სახელობო-პროფესიული განათლების მარდაჭერის პროექტი - 2026 წლის ფაზის საქმიანობის აღწერა

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდილაზარე აგრძელებს სახელობო-პროფესიული განათლების მხარდაჭერის პროექტის განხორციელებას. აღნიშნული პროექტი ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს პროფესიული განათლების განვითარებას, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალისტების მომზადებასა და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას.

პროექტი ეფუძნება ხედვას, რომლის თანახმადაც პროფესიული განათლება უნდა იქცეს საზოგადოების ეკონომიკური გაძლიერების, სოციალური ინტეგრაციისა და პიროვნული განვითარების ეფექტიან პლატფორმად. სწორედ ამ მიზნით ფონდილაზარეაქტიურად უზრუნველყოფს ააიპ პროფესიული კოლეჯის „სახელობო სკოლის“ ინსტიტუციურ მხარდაჭერას, სასწავლო პროცესის ხარისხის განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული პროგრამების განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ სხვადასხვა პრაქტიკულ და შემოქმედებით პროფესიას, მათ შორის:
ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადებას;
ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვას;
მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგს.

სასწავლო პროცესი ორიენტირებულია პრაქტიკულ გამოცდილებაზე და მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს სრულად აღჭურვილ სახელოსნოებს, სპეციალიზებულ ტექნიკურ ბაზასა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს.

ლაზარეგანსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და სოციალურ პასუხისმგებლობას. ამ მიმართულებით კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო და დარგობრივ ორგანიზაციასთან, მათ შორის მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან, რომლის ფარგლებში პროფესიული პროგრამები ხორციელდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც.

პროექტი ასევე მოიცავს დამატებით მხარდამჭერ აქტივობებს - მეწარმეობის ტრენინგებს, შრომის უსაფრთხოების სემინარებს, გამოფენა-გაყიდვებსა და კურსდამთავრებულთა შემდგომი მხარდაჭერის მექანიზმებს.

2026 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობას სულ 70 მსმენელი მიიღებს, რომლებიც თანამედროვე პრაქტიკულ ცოდნასა და პროფესიულ უნარებს დაეუფლებიან. ფონდილაზარეაღნიშნული პროექტის განხორციელებით კიდევ ერთხელ ადასტურებს პროფესიული განათლების განვითარების, საზოგადოების მხარდაჭერისა და ადამიანებისთვის რეალური შესაძლებლობების შექმნისადმი საკუთარ პასუხისმგებლობას.