Skip to main content
პროფესიული მომზადების პროგრამები

საქველმოქმედო ფონდლაზარესპროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაფუძნებულ დაწესებულებებში, სოფლის მეურნეობისა და სახელობო საქმიანობის მიმართულებით, ხორციელდება შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამები:

ახალი პროფესიული კოლეჯი (თბილისი)

  • ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება;
  • მხატვრული მინის ნაკეთობების ფიუზინგი;
  • ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა.

პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ფერმერთა სკოლა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

  • ფუტკრის პროდუქტების მიღება;
  • ხეხილის სხვლა-ფორმირება;
  • დეკორატიული ბაღების მოვლა;
  • ხეხილოვანი კულტურების დაცვა.

სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, ორივე ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც მოიცავს: პროფესიულ სახელოსნოებს, მცირე საფუტკრე მეურნეობას და თანამედროვე სტანდარტებით გაშენებულ ხეხილის ბაღს. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მიდგომებით, პრაქტიკულ კომპონენტებზე მორგებული მოდულების საფუძველზე და ნებისმიერი მსურველისთვის სრულიად უფასოა. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ;

მისი მიზანია:

  • პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;
  • დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება;
  • სოფლისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება.

აღნიშნული პროექტით ფონდი ლაზარე, პროფესიული განათლების სფეროში მონაწილეობას იღებს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი ადამიანური კაპიტალის ფორმირების პროცესში და ამ მისიის განხორციელებაში ჩართვა წარმოადგენს გზას არა მხოლოდ პიროვნული განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის წინსვლისთვისაც.