სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა სასწავლო გარემოში
პარტნიორებთან, დონორებთან და მხარდამჭერებთან ერთად ფონდი „ლაზარე“ უკვე ექვს წელზე მეტია აქტიურად მუშაობს სამშვიდობო განათლების განვითარებასა და სკოლებში სამშვიდობო მიდგომების დანერგვაზე. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ყოვეწლიურად 30-მდე მასწავლებელს ეძლევა საშუალება ჩაერთოს ტრეინინგებში, აიმაღლოს ცოდნა და განივითაროს უნარები, რათა ეფექტურად შეძლოს მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბება სასკოლო საზოგადოებაში.
ამ მიზნით, ფონდის სამშვიდობო პროექტების - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ და „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში, 2024 წლის 28 ივნისიდან 1 ივლისამდე და 5-8 ივლისს, პედაგოგების ორ ჯგუფს ვუმასპინძლეთ ტრეინინგზე - „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა სასწავლო გარემოში“ - ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, წვლილი შევიტანოთ სკოლებში მშვიდობაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვასა და მომავალი თაობებისთვის მშვიდობიანი და ჰარმონიული გარემოს შექმნაში.
პროექტები ხორციელდება HEKS-EPER-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.