Skip to main content
ახალქალაქში გაიმართა სემინარ-დისკუსია სამშვიდობო პროცესების შესახებ

2016 წლის 12 ნოემბერს, პროექტის -,,ახალგზარდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“  -ფარგლებში, ახალქალაქში, გაიმართა სემინარ-დისკუსია თემაზე- „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“. შეხვედრაზე მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ:

ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, პოლიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ლალი დევიძე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.