HEKS-EPER- ის რეგიონალური პროექტების კოორდინატორის სამუშაო ვიზიტი სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლაში“
2016 წლის 25 ოქტომბერს, HEKS-EPER- ის რეგიონალური პროექტების კოორდინატორი სოფელ სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლას“ ეწვია, რომლის მიზანი იყო სოფლის მეურნეობის ახალი პროექტის მონიტორინგი.
ბატონი მარკ ზოსი შეხვდა ფონდის დირექტორსა და პროექტის მენეჯერს. აგრეთვე დაათვალიერა თეორიული მეცადინეობებისთვის განკუთვნილი აუდიტორია, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სასწავლო ინვენტარით.