საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარესა“ და სს „თელასის“ ერთობლივი ძალისხმევით, საგანმანათლებლო პროექტი „წიგნები სკოლებს“ წარმატებით გრძელდება. ამ ინიციატივის ფარგლებში, მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიას საჩუქრად მრავალფეროვანი მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცა.
აღნიშნული პროექტის უმთავრეს მისიას რეგიონებში განათლების დონის ამაღლება, მოზარდებში კითხვის კულტურის პოპულარიზაცია და წიგნთან მეგობრობის გაღვივება წარმოადგენს.