Skip to main content
სამუშაო შეხვედრა პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ -მონაწილე ორგანიზაციებს შორის

2016 წლის 5-6 მარტს, მცხეთაში,  პროექტის- ,,ახალგაზრდები  მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“-ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა,  რომელსაც  პარტნიორი ორგანიზაციები- საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“,  მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელი, სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკი“, აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი, HEKS-EPER-ის წარმომადგენლები  და ტრენერები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  მიმდინარე წელს განსახორციელებელი აქტივობები: საზაფხულო ბანაკებისთვის ლიდერების შერჩევა, ტრენინგების პროგრამები და მათ დაგეგმვა, ანგარიშების ვადები, პარტნიორებს შორის პასუხისმგებლობის განაწილება, მონიტორინგის ფორმები და კითხვარები.