Skip to main content
ფონდი ,,ლაზარე“ საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენაზე ვენაში

2015 წლის 27-28 ნოემბერს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში  ყოველწლიური, რიგით 47-ე გაეროს ქალთა გილდიის საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა ("UNWG International Festival Charity Bazaar 2015"), რომელშიც  ავსტრიის ქართული სახლის მიწვევით იმყოფებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე"  და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯი. ღონისძიებაში,  საქართველოსთან ერთად, 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.