ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა სოფიკო ბაბალაშვილმა სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი მცირემასშტაბიანი პროექტი -,,იყავით მშვიდობის ელჩები!“-განახორციელა. პროექტის მიხედვით, სიღნაღის რაიონის, სოფელ ანაგის საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: კონფლიქტები და მშვიდობა, ხოლო დასკვნით ეტაპზე, სოფელ ანაგის ავტობუსების გაჩერება მოხატეს სტრიტ-არტისტებმა დევიზით - "იყავით მშვიდობის ელჩები!"
ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული იყო სიღნაღის რაიონის მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი ახალგაზრდები.პროექტი ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ შვეიცარული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.