Skip to main content
გამწვანების აქცია ვაზისუბანში

2015 წლის 14 ნოემბერს, პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ -ფარგლებში შექმნილმა ახალგაზრდულმა ქსელმა, ფონდის -„გაამწვანე საქართველო“ - დახმარებით, სამშვიდობო აქციას გაუწია ორგანიზება. ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდული ქსელის წევრებმა, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტების მონაწილეობით,  თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ზეთისხილის ხეები დარგეს და გააჟღერეს სამშვიდობო გზავნილი: „მშვიდობას ვუსურვებთ მსოფლიოს!"