2015 წლის 27 ოქტომბერს,საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის - “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“- ფარგლებში, საზაფხულო გაცვლითი ბანაკების მონაწილე ლიდერებმა, ქ. თბილისის 87-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ინტერაქტიული სესია თემაზე: ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა. პროექტს ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფონდი ,,ლაზარე“ პარტიორებთან ერთად 2007 წლიდან შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს