2015 წლის 23 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფონდ ,,ლაზარეს“ და მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი-დისკუსია თემაზე: „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში.“ 24 ოქტომბერს კი, - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში -გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ სამშვიდობო პროცესში ჩართული ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; მათ ისაუბრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი კონფლიქტების დარეგულირებისა და შერიგების პროცესში. აღნიშნულ შეხვედრებში, ასევე მონაწილეობდნენ ფონდ ,, ლაზარეს“ სამშვიდობო ბანაკების ლიდერები.
მრგვალი მაგიდა და სემინარ-დისკუსიები პროექტის- ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“- ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ხორციელდება და მის მთავარ დანიშნულებას სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა წარმოადგენს.