2014 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა ,, ლაზარემ“ მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკთან“ და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად კვლავ განახორციელა პროექტი: ,,საერთაშორისო სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“ რომლის მიზანია კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება-დამეგობრება.
პროექტის ფარგლებში ქართველმა, აფხაზმა, სომეხმა და საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა, 16-დან 18 წლამდე 60-მდე ახალგაზრდამ ახალდაბაში დაისვენა. ბანაკში მოზარდებისთვის შექმნილი იყო სპეციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა შემეცნებით-გასართობ და სპორტულ ღონისძიებებს, აგრეთვე კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების შესწავლას.