Skip to main content
დეკორატიული მებაღეობის პროგრამა ქალი მსჯავრდებულებისთვის

პროფესიულმა კოლეჯმა  „ფერმერთა სკოლამ“, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ  „ლაზარეს“  პროექტის, - „პროფესიული განათლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, - ფარგლებში, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში წარმატებით განახორციელა დეკორატიული მებაღეობის პროფესიული მომზადების პროგრამა.

პროგრამის ფარგლებში ქალმა მსჯავრდებულებმა შეისწავლეს დეკორატიული მცენარეების მოვლისა და გამრავლების საფუძვლები, მიიღეს შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პრაქტიკული პროფესიული უნარების განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში, ზრდის მათი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობას და ხელს უწყობს საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას.

სასწავლო კურსი განხორციელდა სსიპ  „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა“  და პროფესიულ კოლეჯ  „ფერმერთა სკოლის“  თანამშრომლობის ფარგლებში.