Skip to main content
მშვიდობის მშენებლობა კავკასიაში: 40 ახალგაზრდა, 10 დღე და ერთი საერთო მიზანი

ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” – ფონდლაზარესერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი რეგიონული სამშვიდობო ინიციატივაა, რომელიც 2007 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ, პირველად, ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს ერთმანეთის ქვეყნებში ჩასვლის, შეკრების, უკეთ გაცნობისა და დამეგობრების შესაძლებლობა მიეცათ.

მას შემდეგ ეს ტრადიცია უკვე წლებია გრძელდება და ყოველ წელს მეგობრობა და ნდობა კიდევ უფრო ღრმავდება. 2025 წელს, ახალგაზრდული გაცვლა გაიმართა სომხეთში, ეღეგისის რაიონში, 4-13 აგვისტოს, სადაც მონაწილეობდა 40 ქართველი და სომეხი ახალგაზრდა.ათი დღის განმავლობაში ისინი ერთად სწავლობდნენ, იძენდნენ ახალ უნარებს, მღეროდნენ, ცეკვავდენენ, დგამდნენ წარმოდგენებს, ერთმანეთს ასწავლიდნენ საკუთარი ხალხის სიმღერებსა და სიტყვებს, ეცნობოდნენ ტრადიციებსა და კულტურას. ეს ყველაფერი კი არა მხოლოდ ახალი მეგობრობის, არამედ საუკუნეების განმავლობაში ქართველი და სომხები ერების გვერდიგვერდ მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელებაა. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდულმა გაცვლებმა კიდევ უფრო გააძლიეროს ეს მეგობრობა და საფუძვლად იქცეს მდგრადი მშვიდობისთვის მთელ სამხრეთ კავკასიაში.

პროექტი ხორციელდება შვეიცარიული ორგანიზაციის HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით.