Skip to main content
ლიდერთა ტრენინგი მშვიდობისა და მრავალფეროვნების ხელშესაწყობად – ფონდი „ლაზარეს“ პროექტი

პროექტიახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაშიაგრძელებს მშვიდობის მშენებლობის საქმეში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას.

21-27 ივნისს, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციამ კვლავ უმასპინძლა ლიდერთა ტრენინგს, რომელიც ამჯერადაც გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარეს და მისი პარტნიორი ორგანიზაციების სათემო განვითარების ორგანიზაცია (Community Development NGO), მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი და საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი ერთობლივი ძალისხმევით. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებმა მათ შორის ქართველებმა, აფხაზებმა, აზერბაიჯანელებმა და სომხებმა და ერთი კვირის განმავლობაში გაიარეს ინტენსიური ტრენინგი ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ლიდერობა, ჯგუფის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტის არსი და ტრანსფორმაციის გზები, ტოლერანტობა, თანასწორობა და მრავალფეროვნება.

მონაწილეებმა ასევე გაიარეს ტრენერთა ტრენინგი, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, სამომავლოდ საკუთარ თემში თავად ჩაატარონ საგანმანათლებლო სესიები და გაავრცელონ მშვიდობის იდეა. ტრენინგის მიზანი იყო არა მხოლოდ ახალგაზრდების განათლება და პროფესიული გაძლიერება, არამედ ეთნიკური კავშირების გაღრმავება, ერთმანეთთან ნდობისა და მეგობრობის ჩამოყალიბება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამხრეთ კავკასიის რეგიონის პირობებში.

პროექტი ხორციელდება შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით.