Skip to main content
სამშვიდობო განათლება სასწავლო გარემოში – ფონდ „ლაზარეს“ ტრენინგი პედაგოგებისთვის

5-7 ივნისს, ფონდმა ლაზარემ კიდევ ერთხელ უმასპინძლა სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებს ტრენინგზე სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა სასწავლო გარემოშიტრენინგის მიზანი იყო პედაგოგებისთვის შესაბამისი ცოდნისა და უნარების გადაცემა და ერთობლივი მსჯელობის ხელშეწყობა, თუ როგორ შეიძლება სკოლა გახდეს ადგილი, სადაც მშვიდობის კულტურა ბუნებრივად ყალიბდება და ყოველდღიური სასწავლო პროცესის ნაწილი ხდება.სამდღიანმა ტრენინგმა, რომელიც ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა, მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია, განევითარებინათ უნარები, დაესვათ მნიშვნელოვანი კითხვები, მოესმინათ ერთმანეთისთვის და ჩამოეყალიბებინათ ახალი ხედვები.

აღნიშნული ტრენინგი არა ერთჯერადი აქტივობა, არამედ ფონდ ლაზარეს მიერ წამოწყებული მრავალწლიანი სამუშაო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოში სამშვიდობო განათლების განვითარება და მისი სასწავლო სივრცეში დანერგვაა. ამ პროცესს სულ უფრო მეტი მასწავლებელი უერთდება ყოველ წელს, რაც ხელს უწყობს მშვიდობიანი მომავლის შენებას.

ტრენინგი გაიმართა პროექტის ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, რომელიც შვეიცარიული ფონდის HEKS-EPER-ის მხარდაჭერით ხორციელდება.