საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროექტის - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ , - გამოცხადებულ მიკრო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 2024 წლის ნოემბერში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოსა და სოფელ არშის საჯარო სკოლებში განხორციელდა ამავე სკოლების ისტორიის პედაგოგის, ნანა წიკლაურის სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მიზანი იყო განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების მიმართ მიმღეობის გაზრდა და ინტეგრაცია. პროექტი ფოკუსირებული იყო როგორც ქართველი, ისე ეთნიკური უმცირესობის (აზერბაიჯანელი) წარმომადგენელი მოსწავლეების ერთობლივ აქტივობებში ჩართვაზე, რამაც ხელი შეუწყო კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ურთიერთგაგების გაზრდას. პროექტში მონაწილეობდნენ სოფელ სნოსა და სოფელ არშის X კლასის ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე საინტერესო აქტივობა:
• ფილმის „ჰელასოდი“ ჩვენება და დისკუსია, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს სამშობლოს მნიშვნელობაზე და მის სшყვარულსა და თავდადებაზე ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად;
• კულუტურული ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცნეს ქართული და აზერბაიჯანული სამზარეულოს ეროვნული კერძები;
• ნახატების ერთობლივად შექმნა სამშვიდობო თემატიკაზე და მეგობრობაზე;
• სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ძველ თბილისში.
ინიციატივის აქტივობებმა მონაწილეებს არა მხოლოდ შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარების საშუალება მისცა და მოტივაცია აუმაღლა, არამედ შესაძლებელი გახდა უფრო გულწრფელი და არაფორმალური კომუნიკაცია, როგორც მოსწავლეებს, ასევე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.
ინიციატივის სახალისო და საინტერესო აქტივობებმა მონაწილეებს დაანახა, რომ თითოეული ადამიანი თანასწორია, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, და რომ ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, სრულად ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში. ეს კი, თავის მხრივ, უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნის მშვიდობიან მომავალს.
