Skip to main content
ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ქობულეთში

საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ საქართველოს საპატრიარქოს და  HEKS/EPER-ის  მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს-,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის მიზანია რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და მისი განმტკიცების პროცესში ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართვა.


ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა, აზერბაიჯანელმა, სომეხმა და აფხაზეთიდან დევნილმა 16-დან 18 წლამდე 30 ახალგაზრდამ. პროგრამა დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებებით: სემინარებით, უცხო ენის გაკვეთილებით, სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობებით.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II გადაწყვეტილებით, უკვე მესამე წელია ბობოყვათის საპატრიაქო რეზიდენციაში იმართება. განსაკუთრებულია მისი უწმინდესობის მზრუნველობა და პროექტისადმი მხარდაჭერა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობაში.

770          771

773          774

775            776

772           777