2018 წელს, პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სამშვიდობო თემაზე შექმნილ მცირე მასშტაბიან პროექტებზე. პირველ ეტაპზე, 16-დან 25 წლამდე დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა გამოაგზავნეს სამშვიდობო ინიციატივის იდეები, ხოლო მათ შორის საუკეთესო იდეების ავტორებმა 21 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში: ,,პროექტის დიზაინი და მენეჯმენტი“.
კონკურსის შედეგად საბოლოოდ დაფინანსდა სამი პროექტი: ✔ ფეხბურთის და ფრენბურთის სამშვიდობო მატჩები; ✔ სამშვიდობო ლაშქრობები; ✔ სამშვიდობო კუთხე ,,ახალგაზრდულ სახლში”; 10 დეკემბერს, კუს ტბის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებზე ჩატარდა მინი -ჩემპიონატი ფეხბურთსა და ფრენბურთში, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების დაინტერესება ცხოვრების ჯანსაღი წესით; ჩემპიონატის ბოლოს გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები.