Skip to main content
საგანმანათლებლო პროექტი მესტიაში

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ  „ლაზარესა“  და სს „თელასის“ ერთობლივი ძალისხმევით, საგანმანათლებლო პროექტი „წიგნები სკოლებს“ წარმატებით გრძელდება. ამ ინიციატივის ფარგლებში, მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიას საჩუქრად მრავალფეროვანი მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცა.

აღნიშნული პროექტის უმთავრეს მისიას რეგიონებში განათლების დონის ამაღლება, მოზარდებში კითხვის კულტურის პოპულარიზაცია და წიგნთან მეგობრობის გაღვივება წარმოადგენს.