Skip to main content
ჰუმანიტარული დახმარების პროექტები

 

საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“ ფუნქციონირება საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდში, 1994 წლიდან დაიწო და წლების მანძილზე, ათასობით დევნილს უწევდა თანადგომას გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების დაძლევაში.

1994 წელს, მსოფლიო სასურსათო პროგრამის WFP-ის თანადგმით, საოჯახო ამანათები დაურიგდა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას; ამავე წლიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების, - USAID,  IOCC,  UMCOR, ACT, CRISTIAN AID, SAVE THE CHILDREN, CARITAS, USDA, IOCC-ის  დახმარებით, 1997 წლამდე უწყვეტად ხდებოდა სხვადასხვა საკვები პროდუქტების გაცემა თბილისსა და ზუგდიდში ტაძრებთან მოწყობილ უფასო სასადილოებში.

პარალელურად, საერთაშორისო მართლმადიდებელი ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაციის IOCC-ის დაფინანსებით, საქართველოს სხავადასხვა რეგიონში მიმდინარეობდა ჰუმანიტარული დახმარების განაწილება. გაჭირვებულთა კატეგორიები მოიცავდა დევნილებს, მარჩენლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს, მრავალშვილიანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მოხუცებს და ა.შ.

1998 წლის მანძილზე, გერმანული ორგანიზაციის DIAKONISCHES WERK-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით, ზუგდიდსა და მის გარშემო სოფლებში მცხოვრები დევნილებისთვის შეძენილ იქნა ჭურჭელი, სარეცხი საშუალებები, ლეიბები, საბნები და საკვები პროდუქტები.

1998 წელს ორგანიზაცია WORID VISION-მა ფონდ „ლაზარეს“ გადასცა ამერიკელი ბავშვების მიერ შეგროვილი სასკოლო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; საჩუქრები დაურიგდა თბილისსა და შატილში მდებარე შშმ ბავშვთა სახლებს, სკოლა-ინტერნატებს, არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

ამავე პერიოდიდან, დონორების - WEP, ACT, CRISTIAN AID, USDA-ის თანადგომით, თბილისსა და რეგიონებში კვლავ გაგრძელდა უფასო სასადილოების მოწყობისა და საკვები პროდუქტების განაწილების პროგრამა, რომელიც 2000 წელს დასრულდა.

ჰუმანიტარული დახმარების პროექტების გარდა, 1995-2000 წლებში, ფონდმა „ლაზარემ“ დონორების, - IOCC, WCS-ის  მხარდაჭერით, განახორციელა დევნილ ქალთა თვითდასაქმების პროექტი, რომლის ფარგლებში ბენეფიციარები კერავდნენ ლეიბებს და საბნებს, იღებდნენ გასამრჯელოს, ნახელავი კი - უსასყდლოდ ურიგდებოდა ბავშვთა სახლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს, შშმ პირებსა და თავად დევნილებსაც.   

2008 წელს, ორგანიზაციამ, აგვისტოს ომის დროს, შვეიცარული ორგანიზაციის HEKS-EPER-ის დაფინანსებით, კვლავ განაახლა ჰუმანიტარული დახმარების პროექტი და საკვებ პროდუქტებს ათასამდე  ადამიანს რამდენიმე თვის მანძილზე სისტემატიურად უნაწილებდა;  2022 წელს კი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში.