ამიერკავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით, რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე,“ ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: „ ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში.“ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საზაფხულო ბანაკების ორგანიზება - ქართველი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოზარდების დამეგობრების,
ერთმანეთის კულტურის, ტრადიციების, ისტორიის გაცნობის, კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით. 2015 წლის 10 აპრილიდან 25 აპრილამდე, საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ აცხადებს საზაფხულო ბანაკებისათვის ლიდერების შერჩევას.აღნიშნულ პოზიციაზე მიიღებიან 23-დან 30 წლამდე, რუსული ენის სრულყოფილად მცოდნე და მსგავს პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდები.მსურველებმა ზემოთაღნიშნულ ვადებში უნდა გამოაგზავნონ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. შერჩეულ კანდიდატებს ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომის ხეობაში“ უფასოდ ჩაუტარდებათ შემდეგი ტრენინგები:
1. ლიდერობა და კონფლიქტების მედიაცია: 06.05.2015 -13.05.2015
2. ტრენინგი ტრენერებისათვის (TOT) 11.06.2015-15.06.2015
ლიდერები საზაფხულო ბანაკის სხვადასხვა ნაკადებში განაწილდებიან თითოეულის ხანგრძლივობაა 12 დღე, პერიოდი - 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე.
მონაწილეებს მიეცემათ ერთჯერადი ანაზღაურება, ასევე მგზავრობისა და კვების ხარჯები დაიფარება ორგანიზაციის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 591001415; 597 229940