• მთავარი
  • სიახლეები
  • პროექტის -,,სასწავლო -შემეცნებითი ექსკურსიების“ -ამსახველი ფოტო გამოფენა

პროექტის -,,სასწავლო -შემეცნებითი ექსკურსიების“ -ამსახველი ფოტო გამოფენა

2016 წლის 21 აპრილს, სასტუმრო "ამბასადორში“ საქველმოქმედო  ფონდ "ლაზარეს" პროექტის  - "სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიები“- ამსახველი ფოტოების გამოფენა გაიმართა. პროექტი სს ,,თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდღიანი ვიზიტების მოწყობა, ისტორიული ძეგლებისა და სახლ-მუზეუმების მონახულება,

რითაც ექსკურსიებს უფრო მეტი ფუნქცია მიენიჭა, სკოლის მოსწავლეებს კი მიეცათ შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში  ცოდნა აემაღლებინათ და უნარ-ჩვევები განევითარებინათ. პროექტი- ,,სასწავლო- შემეცნებითი ექსკურსიები“- 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრამდე მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა 150 მოსწავლემ მიიღო.

All for Joomla All for Webmasters