• მთავარი
  • სიახლეები
  • სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები წმ. ილია მართლის სახ. სკოლაში

სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები წმ. ილია მართლის სახ. სკოლაში

2016 წლის 25 მარტს, თბილისში, წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში, პროექტის - ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში ‘’-  ფარგლებში სამშვიდობო ბანაკებში მონაწილე ლიდერებმა მოზარდებისთვის წარმოადგინეს პრეზენტაცია კონფლიქტის ტრასფორმაციის, სტერეოტიპებისა და ეფექტური კომუნიკაციის შესახებ.

29 მარტს, კვლავ პროექტის ფარგლებში, ნაჩვენები იყო ზაზა ურუშაძის ფილმი- "მანდარინები", რომელსაც მოჰყვა დისკუსია კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების, შედეგებისა და გადაჭრის გზების შესახებ მოწვეული მოდერატორის დახმარებით. ხოლო 31 მარტს, კი სკოლაში გაიმართა მოზარდების მიერ სამშვიდობო თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა, რომელმაც  დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან.

All for Joomla All for Webmasters