ფილმის ჩვენება და დისკუსია 87-ე საჯარო სკოლაში

2015 წლის 3 ნოემბერს, პროექტის -„ ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, თბილისის 87-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებს,  სამშვიდობო ბანაკებში მონაწილე ლიდერებმა   ზაზა ურუშაძის  ფილმი ,, მანდარინები“ აჩვენეს, რომლის  სიუჟეტიც აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება. ფილმის დასრულების შემდეგ მოწვეული მოდერატორის დახმარებით გაიმართა დისკუსია,

 მოზარდებმა აღნიშნეს, რომ ომი განურჩევლად ეროვნებისა და ეთნიკური წარმომავლობისა ყველას ერთნაირ ტკივილს აყენებს, ყველაზე ფასეული ხალხებს შორის კი ურთიერთპატივისცემა და მეგობრობაა. პროექტს ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფონდი ,,ლაზარე“ პარტიორებთან ერთად 2007 წლიდან შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია სხვადასხვა აქტივობების საშუალებით მოახდინოს ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩაბმა მშვიდობის მშენებლობის პროცესში

All for Joomla All for Webmasters