2013 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ახალდაბაში,პროექტის - ,,სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“ - ფარგლებში გათვალისწინებული სამშვიდობო ბანაკის პირველი ეტაპი გაიმართა. მასში მონაწილეობა ქართველმა, აფხაზმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა 16-დან 18 წლამდე სამოცმა ახალგაზრდამ მიიღო. ხოლო მეორე ეტაპი გაიმართება სომხეთში, 5 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით.
აღნიშნულ პროექტს ფონდი ,, ლაზარე“ სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკთან“ ერთად შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური თანადგომით 2007 წლიდან ახორციელებს, რომლის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების ერთმანეთთან დამეგობრება-დაახლოებას.