• მთავარი
  • სიახლეები
  • პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,ჩემი აფხაზეთი "

პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,ჩემი აფხაზეთი "

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,ჩემი აფხაზეთი " 2022 წლის 24 ოქტომბერს დასრულდა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის მესტიის N-1 საჯარო სკოლაში განხორციელდა. ინიციატივის მიხედვით გამართული ღონისძიებების ორგანიზატორები პროექტის მონაწილე პედაგოგები - ზაირა ქურდიანი, მადონა მჭედლიანი, ეკატერინე გულედანი, ნინო გულბანი, სვეტლანა მჭედლიანი - იყვნენ. 

ინიციატივის  პირველ ეტაპზე მე-6 - მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის შემუშავდა სპეციალური კითხვარი, რომელიც იკვლევდა მოსწავლეების ცნობიერების დონეს საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებით. კითხვარისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა სემინარ-დისკუსია კონფლიქტებთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ კი, დისკუსიის მონაწილეები დასეწრნენ გიორგი ოვაშვილის ფილმის "გაღმა ნაპირის" ჩვენებას. ფილმის ნახვის შემდეგ, მოეწყო განხილვა თუ როგორი იყო რეჟისორის თვალით დანახული ისტორიული სინამდვილე და როგორ აღვიქვამთ ამ მოვლენებს ჩვენ თანამედროვეობაში. შემდეგ ეტაპზე, ინიციატივის მონაწილეებმა დახატეს ნახატები სამშვიდობო თემაზე და გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიება კი ფლეშმობით დასრულდა.

 

All for Joomla All for Webmasters