2018 წლის 10 ნოემბერს, პროექტის - ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“- ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის ჩატარდა:
სესია კონფლიქტის ტრანსფორმაციაში;
ფილმის ჩვენება და დისკუსია;
სამშვიდობო ნახატების შექმნა;
მონაწილეებმა შეიძინეს საბაზისო ცოდნა კონფლიქტების ტიპების, მათი წარმოშობის მიზეზებისა და მოგვარების შესახებ. ნაჩვენები იყო ნორმან მაკლარენის ფილმი ,,მეზობლები”, რომლის შემდეგაც გაიმართა საინტერესო დისკუსია.
აღნიშნული აქტივობების მიზანია ახალგაზრდების ფართო ინფორმირება რეგიონში არსებული კონფლიქტების შესახებ და მათი აქტიური ჩართვა მშვიდობის მშენებლობისა და მისი განმტკიცების პროცესში.