2018 წლის 8-9 ნოემბერს, წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლასთან არსებული დეკორატიული ქსოვილების სასწავლო სახელოსნოს მოსწავლეთა გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხალიჩები, გობელენები, ესკიზები (პედაგოგი თინათინ ბუჩუკური). მოსწავლეების მიერ შექმნილმა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. სასწავლო სახელოსნო, 2012 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს და ფონდ ,,ლაზარეს“ ფინანსური თანადგომით ფუნქციონირებს.