მშვიდობის მშენებლობის ინიციატივები

2022 წლის შემოდგომიდან, ფონდმა ,,ლაზარემ” სს თელასის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი სახელწოდებით: ,,მოინახულე შენი სამშობლო“, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია და წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა. პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდღიანი ვიზიტების მოწყობით, ექსკურსიებს უფრო მეტი ფუნქცია მივანიჭოთ და ის განვიხილოთ როგორც კარგად დაგეგმილი სასწავლო ღონისძიება, რომელსაც უბრალოდ გასართობ-სალაღობო დატვირთვა არ აქვს, არამედ მისი საშუალებით სკოლის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში აიმაღლონ ცოდნა, განივითარონ უნარ-ჩვევები, გამოიმუშაონ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ვითარებას და გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა შპს ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის, ახალკახათისა და ახალაბასთუმნის საჯარო სკოლების პედაგოგებმა ძალიან საინტერესო ინიციატივა განახორციელეს. აღნიშნული სკოლების მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ომით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შესახებ, რომელიც გაუზიარეს თავიანთ სკოლებში მე-5 და მე-9 კლასის მოსწავლეებს, რათა აემაღლებინათ ცნობიერების დონე და მოახდინეს პროვოცირება ახალგაზრდებში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ოძისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად წარმატებით განახორციელეს ინიციატივა - „ტოლერანტობა მშვიდობიანი ცხოვრების საწინდარი“. პირველ ეტაპზე, ოძისის საჯარო სკოლაში მოხდა მოსწავლეთა ინფორმირება პროექტის შესახებ და კითხვარის საფუძველზე გამოვლინდნენ მონაწილეობის მსურველები.
საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,ჩემი აფხაზეთი " 2022 წლის 24 ოქტომბერს დასრულდა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის მესტიის N-1 საჯარო სკოლაში განხორციელდა. ინიციატივის მიხედვით გამართული ღონისძიებების ორგანიზატორები პროექტის მონაწილე პედაგოგები - ზაირა ქურდიანი, მადონა მჭედლიანი, ეკატერინე გულედანი, ნინო გულბანი, სვეტლანა მჭედლიანი - იყვნენ.
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე" საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აგრძელებს პროექტის, - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა," - ახალი ფაზის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელებას. 2022 წლის 3-11 აგვისტოს ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლა (საზაფხულო ბანაკი), რომელიც მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობა ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის, ხელი შეუწყოს ერთმანეთის კულტურის გაცნობა–გაზიარებას და საფუძველი დაუდოს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის მხარდაჭერით, 2007 წლიდან ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის მშენებლობას ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აზრთა ლიდერების ჩართულობით.
ფონდი "ლაზარე" აგრძელებს პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" - განხორციელებას. ამჟამად, 2022 წლის 6-12 ივლისს ლიდერების ტრეინინგი ჩატარდა ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში. მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ახალგაზრდებს კი ამ პროცესში უმიშვნელოვანესი როლი აქვთ.
ფონდმა “ლაზარემ” სამშვიდობო პროექტის ფარგლებში განახორციელა მორიგი აქტივობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის პედაგოგებისთვის თემაზე - “სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა”. ტრენინგზე მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა მშვიდობა და მშვიდობის მშენებლობა, ტოლერანტობა და მიმღებლობა, კონფლიქტის მართვა, საკლასო და სასკოლო გარემოში სამშვიდობო განათლების დანერგვა არაფორმალური განათლების მეთოდების საშუალებით.