ჩატარდა ახალგაზრდული სამშვიდობო გაცვლის ლიდერების ტრენინგი

პროექტის - “ქართულ-ოსური ინიციატივა” - ფარგლებში, 20-27 ივნისს, ახალგაზრდული სამშვიდობო გაცვლის ლიდერების ტრეინინგი ჩატარდასაქველმოქმედო ფონდი “ლაზარე” პროექტს საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის; ტრენინგზე ქართველი და ოსი ახალგაზრდები გადამზადდნენ - განივითარეს ლიდერობის, ფასილიტაციის, ტრენერობის და კონფლიქტის ტრანსფორმაციის უნარები, რათა ეფექტურად შეძლონ სამშვიდობო ახალგაზრდული გაცვლის მართვა. 

მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მეგობრობისა და ახლობლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. ქართულ-ოსური ურთიერთობები ყოველთვის ემყარებოდა ორმხრივ პატივისცემასა და ურთიერთგაგებას. ქართველი და ოსი ახალგაზრდების დაახლოვებით კი, პროექტი ხელს უწყობს ამ ისტორიული კავშირის შენარჩუნებასა და მშვიდობიანი მომავლის მშენებლობას.

All for Joomla All for Webmasters