• მთავარი
  • სიახლეები
  • ბორჯომში სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ბორჯომში სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

2013 წლის 29 დეკემბერს, ბორჯომში, სასტუმრო ,, ბორჯომი პალასში“  სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში წლის შემაჯამებელი  შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულმა ახალმა  ბენეფიციარებმა წარმატებით დასრულებული პროექტის ამსახველი ფოტო-გამოფენა დაათვალიერეს და გაეცნენ ფონდის მუშაობის ისტორიას.
შეხვედრის დასარულს, გაიმართა ზაზა ურუშაძის  ფილმის -,, მანდარინების“ ჩვენება, რომლის  სიუჟეტიც აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება.

მოზარდებმა აღნიშნეს, რომ ომი განურჩევლად ეროვნებისა და ეთნიკური წარმომავლობისა ყველას ერთნაირ ტკივილს აყენებს, ყველაზე ფასეული ხალხებს შორის  კი ურთიერთპატივისცემა და მეგობრობაა.

All for Joomla All for Webmasters