• მთავარი
  • სიახლეები
  • ფონდ ,,ლაზარეს“ ორგანიზებით საქართველოს სახალხო მხატვრის მანაბა მაგომედოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

ფონდ ,,ლაზარეს“ ორგანიზებით საქართველოს სახალხო მხატვრის მანაბა მაგომედოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

2013 წლის 28 ნოემბერს, ფონდ ,,ლაზარეს“ ორგანიზებით, თბილისის ისტორიის მუზეუმში,  საქართველოს სახალხო მხატვრის ქალბატონ მანაბა მაგომედოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, სადაც მისი ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათები და მოსწავლეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. წარმოშობით დაღესტნელი ოქრომჭედელი   2008 წლიდან,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II  ლოცვა-კურთხევით ფონდ ,,ლაზარეს“ სასწავლო სახელოსნოებში ოქრომჭედლობასა და მინანქარზე მუშაობას ასწავლიდა ახალგაზრდებს. საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ გამგეობის გადაწყვეტილებით ოქრომჭედლობის სასწავლო სახელოსნოს მანაბა მაგომედოვას სახელი მიენიჭა. ლეილა იზაბეკოვა: ,, ეს გამოფენა  ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც ახალგაზრდებმა დედაჩემის ხელმძღვანელობით შექმნეს. დღეს, დედას 85 წელი შეუსრულდებოდა, ძალიან მიხარია, რომ იმ სახელოსნოს, სადაც იგი თავის ხელობას მთელი გულითა და სულით ახალ თაობას უზიარებდა, მისი სახელი დაერქმევა“.

All for Joomla All for Webmasters